ნეკა დოროყაშვილი ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აზიარებს, სადაც სხვადასხვა ტიპის საცურაო კოსტიუმი აქვს მორგებული და წერს, რომ ზაფხულის პირველი დღეები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მასში.
ნეკა დოროყაშვილისთვის თამამი ფოტოსესია უცხო არ არის.
მოდელი ცნობილი სკანდალის შემდეგ არათუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან იკავებდა თავს, არამედ სოციალურ ქსელშიც არ აქტიურობდა. თუმცა ბოლო რამდნეიმე თვეა, ნეკა დოროყაშვილი პირადი ცხოვრების დეტალებს არ მალავს.
ნეკა აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, ვაჟთან ერთად დუბაიში, მდიდრულ სასტუმროში ისვენებდა. შემდეგ ეგვიპტეში გადაინაცვლა და შთამბეჭდავ დეკოლტეში თამამი ფოტოებიც გაავრცელა.




