იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდის მიმდინარეობის და პოსტ კოვიდური სიმპტომების დიაგრამას აქვეყნებს.
“როგორი ვერაგია კოვიდი თავისი ახლო და გრძელვადიანი შედეგებით, ინტაქტურს არ ტოვებს არც ერთ ორგანოს, დაწყებული ფილტვიდან თმების ცვენით დასრულებული. აი, და თავი დააღწიე ამ საშინელ გართულებებს!”,-წერს კულუმბეგოვი.

დიაგრამის მონაცემების თანახმად, მწვავე COVID-19 ჩვეულებრივ გრძელდება სიმპტომების დაწყებიდან 4 კვირამდე. პოსტ-მწვავე COVID-19 განისაზღვრება, როგორც მუდმივი სიმპტომები და/ან დაგვიანებული ან გრძელვადიანი გართულებები სიმპტომების დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ.
