LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

მოძრაობა “საქართველოსთვის” ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ პასუხობს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას დადანაშაულება “ნაციონალური მოძრაობის” გეგმების ხელშეწყობაში აბსურდული ბრალდებაა.

გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

“ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, თუკი ვინმეს რაიმე გადატრიალება ჰქონდა მომზადებული. ასეთი ტიპის უარგუმენტო, ცრუ ბრალდებები უბრალოდ აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს,” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ თუ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას ხელისუფლება არ დააკავებდა, ოპოზიციური პარტია ალტერნატიული მთავრობის გამოცხადებას გეგმავდა, ამის შემდეგ კი 19 თებერვალს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოქმედ პრემიერს კიევიდან მიღებული ეს ინფორმაცია დაუმალა, რადგან ჰქონდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, გახარია ჩართული ყოფილიყო ამ გეგმაში.