LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეიდან გამოიდარებს

საქართველოში დღეიდან გამოიდარებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 26 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში 29 გრადუსამდე გათბება.

ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე მოიმატებს დედაქალაქშიც.

„საქართველოში ამინდის გაუარესება გამოიწვია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებულმა შედარებით გრილმა და ნოტიო ჰაერის მასებმა. დღეიდან საქართველოში ნალექების ინტენსივობა შემცირდება. დღის მეორე ნახევარში მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 29 გრადუსამდე. დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, უკვე ძლიერ ნალექს აღარ ველოდებით და როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.”-განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა, მაია ქააძემ.