LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი არჩევნებამდე გამოჩნდება და თვალცრემლიანი ხვეწნას დაიწყებს: რომან გოცირიძე

ყოველთვის, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეა, ივანიშვილი მაშინ გამოჩნდება-ხოლმე – ამბობს  ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ყოფილი თავმჯდომარის წერილში ახალი მხოლოდ ისაა, რომ ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა.

„ივანიშვილის განცხადებაში ახალი არაფერია, სტილი ძველია. ახალი ის არის, რომ სამალავიდან გამოვიდა… იძულებული გახდა, კვლავ დაბრუნებულიყო. თქვენ ნახავთ, რომ არჩევნებამდე გამოჩნდება და თვალცრემლიანი ხვეწნას დაიწყებს, მოდით ახლა კიდევ გადამარჩინეთო. მან განაცხადა, ტელეფონს არ ავიღებო, მაგრამ ის არ უთქვამს, რომ თუ თვითონ დარეკავდა, სხვა არ აიღებს ყურმილს“.

კარგად ჩანდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მისი ბრძანებით იმართებოდა ქვეყანა, ეს ,,ოცნების” პოლიტიკოსთა განცხადებებშიც იკითხებოდა.

ივანიშვილის ყოველი გამოიჩენა მისი შიშების გამოვლენაა, ყოველთვის, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეა, ის გამოჩნდება ხოლმე“ . – განაცხადა რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

,,ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა,  რომ გახარია მისი პროექტი არაა.