კომპანია Toyota სედანების გამოშვებას, მსოფლიო ტენდენციების მიუხედავად მაინც გააგრძელებს. საქმე ისაა, რომ კლიენტები ოთხკარიან მოდელებზე უარს კროსოვერების გამო ამბობენ და ამ უკანასკნელებს უფრო პრაქტიკულ და მრავალფუნქციურ მოდელებად თვლიან.
როგორც გამოცემა Carscoops იუწყება, იაპონური ბრენდის სედანების ხაზი მომავალში შეიძლება შეიცვალოს, თუმცა სეგმენტის სულ გაქრობას ავტომწარმოებელი ნამდვილად არ აპირებს.
მსუბუქი ავტომობილების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ აშშ–ს ბაზარზე Corolla–ს კროსს–ვერსიის გამოჩენის შემდეგ აღმოჩნდა. იაპონური ბრენდის სტრატეგია სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებულია, მაგალითად Ford–მა სედანების გამოშვებაზე უარი უკვე თქვა, Chevrolet–მა კი მხოლოდ ერთი მოდელი Malibu დატოვა. Toyota–ში განაცხადეს, რომ ახალი სედანების შექმნაში ფულის დაბანდება კარგი სამომავლო გადაწყვეტილებაა. რამეთუ ბაზრის ეს სეგმენტი არსებობს და მომავლშიც აუცილებლად იარსებებს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გაყიდვები საპირისპიროს ამტკიცებს, მოთხოვნა მომავალში აუცილებლად გაიზრდება.
იაპონური მწარმოებელი ფიქრობს, რომ მის კლიენტებს შორის არიან ადამიანები, ვისაც სედანები უყვარს და კროსოვერის შეძენით დაინტერესებული არ არის. შესაძლოა ასეთი ინდივიდების რაოდენობა ძალიან ბევრი არ იყოს, თუმცა ისინი ნამდვილად არსებობენ. თანაც, ბაზრიდან Chevrolet Cruze–ის და Impala–ს, Ford Focus–ისა და Fusion–ის, ასევე Mazda 6–ის წასვლის შემდეგ, Toyota მხოლოდ მოგებაში რჩება.
