LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორი-კასპის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავდა ოთხი ადამიანი

გორი-კასპის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა.

დაშავებული ადამიანები კლინიკა „გორმედში“ არიან გადაყვანილი.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.