ისრაელი პირველი ივლისიდან ვაქცინირებული ინდივიდუალური ტურისტების მიღებას დაიწყებს. ისრაელის მედია ტურიზმის მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი ივლისიდან ვაქცინირებული ტურისტების შესვლის პირობები გამარტივდება და ინდივიდუალური მოგზაურებისთვის მგზავრობა დაიშვება.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ და არა ვირუსგადატანილ ადამიანებს ექნებათ. მათ უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა და PCR ტესტის პასუხი.
„დრო მოვიდა, ისრაელი გაიხსნას ტურიზმისთვის და გამოიყენოს მისი, როგორც ვაქცინირებული ქვეყნის სტატუსის უპირატესობა ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ“, – აცხადებს ტურიზმის მინისტრი.
