LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი სამოსი შეარჩია პრინც ალბერ მეორესთან შესახვედრად სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მონტე-კარლოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინც ალბერ მეორესთან ერთად დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრისთვის შავი სამოსი და მასზე მორგებული ბეჟი ტონალობის თრენჩი შეარჩია.