დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 21:16 საათზე დაფიქსირდა.
მისმა სიმძლავრემ კი 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში, სოფელ საღამოსთან იყო.
