LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია 7 პირი

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ერთმანეთს სამართალდამცველები და დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართლდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკვა, მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ბათუმში, აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ 7 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

დაკავებულების ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ და სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ. სპორტსმენები რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“წინააღმდეგ გამართულ აქციის დროს დააკავეს.