პოპულარული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, მოდელ ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს.
ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.
სამართალდამცველებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარემ მიმართა.
საქმე ეხება ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილი ჩანს.
ბასილაშვილის მხარემ მიიჩნია, რომ ვიდეო ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.
