“მამუკა ხაზარაძე ყოველდღიურად ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდის, გუშინ ბატონი მამუკა ჩანთას ალაგებდა და პარლამენტიდან მიდიოდა, დღეს არის და საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს.” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
ღუდუშაური ამბობს, რომ წარმოუდგებელია, თუ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აპირებ, როგორ უნდა შექმნა საგამოძიებო კომისია და აღნიშნავს, რომ სწორდ ამიტომ, ეს განცხადებები ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრულობის კლასიკური ნიმუშია:
“ჩვენ “ქართული ოცნება” პირნათლად და ზედმიწვენით ვასრულებთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც გაწერილია მიშელის დოკუმენტში. შეთანხმებაში არსად წერია, რომ სასამართლო უნდა დაიხუროს და დარჩეს მოსამართლეების გარეშე.
დიახ, შეჩერდა პროცესი, ორი კვირის განმავლობაში, ნახეთ, ახალ კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ განაცხადები, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა და გავატარეთ კანონმდებლობაში. ამდენად, მთელი რიგი საკითხები, რაც მიშელის დოკუმენტში იყო, პრაქტიკულად არის შესრულებული.” – თქვა ღუდუშაურმა.
