ურეკში მდებარე სამ სართულიან სასტუმროში “ვილა4” მასშტაბური ხანძარია.
ცეცხლი სასტუმროს მესამე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია ოზურგეთისა და შეკვეთილის სამაშველო ბრიგადები. ელოდებიან დახმარებას ფოთიდან და ქობულთიდან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
