LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი იპოვეს

იტალიის სამხრეთში, ქალაქ ლეჩეში სამუშაოდ წასული 42 წლის თემურ მოსაშვილი, რომელსაც ოჯახის ახლობლები და ნათესავები 20 ივნისიდან ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ მისმა დამ, თამარ მოსაშვილმა რადიო “თავისუფლებას” განუცხადა.

თამარ მოსაშვილის ინფორმაციით, მისი ძმა ამჟამად ლეჩეს ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

ცნობისთვის, მოსაშვილი თავშესაფარში ცხოვრობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე დღეს საავადმყოფოდან გაიპარა და გაუჩინარდა.