დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბათუმში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მსვლელობა ცენტრალური პარკიდან ბათუმის ნავსადგურისკენ მოაწყვეს.
ცნობისთვის, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში 2011 წლიდან აღინიშნება.
