LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა

კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

„მინდა, დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ეს ტრენინგცენტრი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს არამხოლოდ ამ რეგიონში, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე საზღვაო სექტორში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელჩი კელი დეგნანი ფოთის საზღვაო სასწავლებელს სტუმრობდა.

საქართველო მონაწილეობს აშშ-ს სანაპირო დაცვის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისგან სპეციალური ჯილდო – ?????????? ?????-იც კი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი.