კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ზემოთ ბავშვებს ამ ეტაპზე მხოლოდ ჩინეთში ცრიან,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე ბავშვების აცრის გამოცდილება მხოლოდ ჩინეთს აქვს. ამ ქვეყანაში სამ წელს ზემოთ ბავშვებს „სინოვაკით“ ცრიან წარმატებით . ზოგადად კი ბავშვებს რამდენიმე ქვეყანაში მხოლოდ 12, 15 წლის შემდეგ ცრიან“. – ამბობს გამყრელიძე.
დღესვე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი კომისია შეიკრიბება და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბავშვებში ვაქცინაციის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გამყრელიძემ დაასახელა 3 მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულდა
რა შემთხვევაში დაწესდება კვლავ შეზღუდვები – გამყრელიძის განმარტება
