LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში დაწესდება კვლავ შეზღუდვები – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ არ გვინდა შეზღუდვები კვლავ დაწესდეს, რეგულაციები ყველამ უნდა დაიცვას.

კითხვაზე, რა შემთხვევაში დაწესდება კვლავ შეზღუდვები, გამყრელიძე პასუხობს:

„შეზღუდვების კვლავ დაწესება რამდენიმე ინდიკატორზე იქნება დამოკიდებული. უნდა განვიხილოთ, შეზღუდვების დაწესების სიკეთე და ის ტენდენციები, რაც უარესდება შეზღუდვებით. უნდა მოვახერხოთ ოქროს შუალედის დაკავება, ახლა გავდივართ დანის პირზე.

ჯანდაცვის სამინისტრო უძლებს და კოვიდინფიცირებულებს უპრობლემოდ იღებს, მაგრამ შეიძლება მოხდეს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა.

თუმცა ისიც უნდა განვიხილოთ, რა სარგებელი გვაქვს ტურიზმით და ეკონომიკა რა ზიანს იღებს შეზღუდვებით“.  – განმარტავს გამყრელიძე.

გამყრელიძემ დაასახელა 3 მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულდა