LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი ჩამოვიდა

საქართველოში ტურიზმის სტატისტიკა უმჯობესდება. კერძოდ, 2021 წლის ივნისში საქართველომ სულ 146.6 ათასი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ, ტურისტების რეკორდული რაოდენობაა. აღნიშნული მაჩვენებელი 286,8%-ით აღემატება 2020 წლის ივნისის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა: 29,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87,0%. ვიზიტორების რაოდენობით ტოპ-5 ქვეყანაში, შემდეგი სახელმწიფოები არიან:

ისრაელი – 15,837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3432%

უკრაინა – 15,493 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1324%

რუსეთი – 14,967 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 332%

სომხეთი – 13,342 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 68,7%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივნისის განმავლობაში, საქართველოში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი საჰაერო გზით შემოვიდა.