LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ გორის საკრებულოს წევრი ავტომობილის დაწვის ფაქტზე დააკავა

პოლიციამ გორში ავტომობილის დაწვის ფაქტზე გორის საკრებულოს წევრი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ – სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.