LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მაქაცარია: „ყველაზე მეტად სიყვარული გვჭირდება!.. “

ბიზნესმენი და ტელესახე ირაკლი მაქაცარია თავის რჩეულთან, მომღერალ ლიზა ჩიჩუასთან ერთად გადაღებულ ფოტოს „ინსტაგრამ“-გამომწერებს უზიარებს და წერს: „ყველაზე მეტად სიყვარული გვჭირდება“.

ფოტოზე წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურება და რეალურ ცხოვრებაშიც ასეა. მას შემდეგ, რაც მცირე ხნის წინ თავიანთი ურთიერთობა საჯარო გახადეს, ლიზა და ირაკლი სულ ერთად არიან, ერთად ცეკვავენ, ერთად სადილობენ, ერთად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, ვარჯიშსაც და შემდეგ ამ ყველაფერს გამომწერებსაც უზიარებენ სოციალურ ქსელებში.

წყვილის გულშემატკივრები უახლოეს მომავალში დიდ ქორწილს ელოდებიან.