LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუდსტოკის ფესტივალის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა

HBO-მ დოკუმენტური ფილმის, Woodstock ‘99: Peace, Love, and Rage პირველი ტრეილერი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ  ეს კომპანიის ახალი პროექტის, Music Box ფარგლებში გადაღებული პირველი ნამუშევარია.

ფილმი,  1999 წელს გამართულ 4-დღიან ფესტივალ ვუდსტოკს ეხება, რომელსაც 400 000-მდე ადამიანი დაესწრო. ღონისძიების ჰედლაინერები ისეთი ცნობილი მუსიკოსები და ჯგუფები იყვნენ, როგორებიც არიან: Red Hot Chili Peppers , Limp Bizkit, Korn და სხვები…