მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა.
დემონსტრანტები ხელისუფლებას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ დროს, რათა მთავრობის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექვს საათზე აქციას განაახლებენ.
ინგა გრიგოლია საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ გარდაცვლილის დისკრედიტაცია არავის გამოუვა.
“ვერავის მოგწერეთ პასუხი. დიდი მადლობა თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის?. ასე თვალნათლივ არასდროს მიგრძვნია ქართული მედიის ძალა. რაც არ უნდა შეეცადონ, რომ მიცვალებულის დისკრედიტაცია მოახდინონ, არ გამოუვათ! არ გამოუვათ! ბოლომდე ვიბრძოლებთ!”- წერს ინგა გრგილია.
მთავარ სლაიდზე ფოტო:NIkoloz Urushadze PH
