“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას ითქვა.
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება დაზუსტებით ცნობილი, თუ რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ ექსპერტიზისთვის სხვადასხვა მასალა აიღეს.
ვრცლად იხილეთ:
