LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: შსს ახლა უთხზავს, როგორ გაიპარა კაიფში

ჩვენ ვხედავთ, რომ ყვითელი ავტობუსებით ხდება სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკიპირებული სპეცრაზმელები გამოჰყავთ მშვიდობიან მომიტინგეებთან.

“შსს ჩვენი სრული და ზუსტი ინფორმაციით, რაც დაადასტურა დღევანდელმა ბრიფინგმაც, გეგმავს სულში ჩააფურთხოს ლექსოს ხსოვნას, არ აკმარა მოკვლა, არ აკმარა ცხედრის შეურაცხმყოფლად გამოყვანა და ახლა უთხზავს როგორ გაიპარა კაიფში. თქვე ნაბიჭვრებო, გაიპარებით კაიფში კი არა, ქვეყნიდან”- თქვა ნიკა გვარამიამ.

ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება: გვარამია

ეკა მიშველაძე: ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა! ღარიბაშვილო, გეყოს ძალა და წადი