LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: “დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და მტკიცედ ვიდგეთ, სანამ ის არ გადაიხდის პოლიტიკურ ფასს”

“დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და მტკიცედ ვიდგეთ, სანამ ის არ გადაიხდის ჯერ პოლიტიკურ ფასს, შემდეგ კი როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, სამართლებრივ ფასს,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის არ ენდობა შსს-ს წარმოებულ გამოძიებას.

„ბუნებრივია, დღევანდელი ტრაგედია არის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და მტკიცედ ვიდგეთ, სანამ ის არ გადაიხდის ჯერ პოლიტიკურ ფასს, შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, სამართლებრივ ფასს. არ მგონია, რომ ადეკვატური იქნება რაიმე მორალური მოთხოვნების დაწესება იმ ოპერაციის ჩამტარებლისთვის, ვინც დღეს ცხედარი გაიტაცა სახლიდან“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.