“პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ბინძური ვერსია. როგორც იტყვიან, ლექსოს ცხედარი არ გაციებულა და ამ ადამიანზე უკვე ამუშავებულია ძალიან მძიმე ცილისწამების მანქანა,” – ამის შესახებ პარტია ”ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, პასუხისმგებლობა მომხდარის გამო ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
„მახსოვს, გირგვლიანის ისტორია, როდესაც მას კრიმინალურ გარჩევას აბრალებდნენ, ეს იყო პირველი ვერსია, თუ გახსოვთ. ამიტომ, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ესენი ჩამოშორდებიან ამ ხელისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ დაიწყება ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მშენებლობა“,- აღნიშნავს ხაზარაძე.
“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ წუთებში კი პარლამენტთან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
