შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უწყება აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
