საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი… ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას…“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.
ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს: პრეზიდენტი
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
