LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი: მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც დღეს ყველაზე კარგად ესმის ლექსო ლაშქარავას დედის

კანცელარიასთან მდგომ სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოქალაქეებს მიმართა მაია ასათიანმა და განაცხადა, რომ “არ არსებობს საქართველოში ხელისუფლება, რომელიც გაერთიანებულ მედიასთან ომს მოიგებს”.

“20 წლის წინ, როდესაც გიორგი სანაია მოგვიკლეს, ვერ ვაცნობიერებდით,რ ომ ეს იყო ხელისუფლების სიკვდილი და ის ხელისუფლება წავიდა.

მერე იყო 7 ნოემბერი და ჩვენ ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლებასაც აღარ ადგა დიდი დრო. ახლა მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლება მედიასთან ომში ყოველთვის წაგებული გამოდის.

ამიხსენით, ხალხო, რა არის ეს ქართველობა, როდესაც 40 კაცი გამეტებით, ერთს, სასიკვდილოდ ურტყამს…

მოგმართავთ წვეროსნებს! ეს რა ქართველობაა, როცა მიცვალებულს ძალით ართმევენ დედას, ცელოფანში ახვევებ და ლიფტში ტენიან!…

დღევანდელი სიკვდილით ქართული მედია თავიდან დაიბადა…

ალბათ, მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც დღეს ყველაზე კარგად ესმის ლექსო ლაშქარავას დედის