“ლექსო ლაშქარავამ მითხრა, სტრასბურგში უნდა ვიჩივლოო – გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, მე, ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველამ”,-ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“გისამძიმრებთ თქვენც, მის ოჯახთან და ჩვენს ტელევიზიასთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ასეთი ტრაგედიით დასრულდა სპეცოპერაცია მედიის წინააღმდეგ. ამიტომ,მიმაჩნია, რომ ახლა ჭირისუფლები ხართ თქვენ ყველანი, ვინც მონაწილეობდით ან არ მონაწილეობდით იმ დღეს იმ ძალადობის გაშუქებაში. მედიის სპეცოპერაციის მსხვერპლი არის ლექსო. შესაბამისად, პასუხისმგებელი არის ყველა, ვინც გააკეთა ეს, ვინც დაგეგმა, ვინც წააქეზა და წაახალისა ეს ძალადობა, ყველა არის პასუხისმგებელი.
მოგიყვებით ბოლოს რა მითხრა, რომ ველაპარაკე, სტრასბურგში უნდა ვიჩივლოო. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, არ ინერვიულო, შენს გვერდით ვარ მეთქი. ახლა გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, მე, ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველამ, პოლიტიკურმა, რელიგიურმა თუ ქუჩაში გამოვარდნილმა კუნთიანმა ბიჭებმა. “კუნთიანები” რომ გვყავს ხელისუფლებაში, იმიტომაც დაიგეგმა ეს ყველაფერი. ვინმეს, თუკი გჯერათ, რომ ის ძალადობრივი თავდასხმები მედიაზე, მედიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოოპერაცია იყო ხელისუფლების გარეშე დაგეგმილი, ვიტყვი, რომ თქვენ ხართ მიამიტები. ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია საკუთარ მხარდამჭერებს გაუგზავნა ამ შავრაზმული ჯგუფების მეშვეობით გზავნილი, რომ სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, მიკროფონიანს, კამერიანს, თავს დაესხით,სცემეთ, ეს გზავნილი იყო წინასაარჩევნოდ. ამიტომ,პასუხისმგებელი იმ ნაძირლებთან ერთად, რელიგიის სახელით ჩვენ რომ მუშტებს გვირტყამენ, ცეცხლითა და მახვილით რომ ჟურნალისტებს უპირისპირდებიან რელიგიის სახელითა და რაღაც მორალის სახელით, მათთან ერთად პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”,-განაცხადა გრიგოლიამ.
