„ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
„მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს, ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია პირველს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი“, – წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
