LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამთენიისას შევხედე, დავაფარებთქო, გადმოვატრიალე და გარდაცვლილი ვნახე: გარდაცვლილი ოპერატორის დედა

“ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დედა ჟურნალისტებთან დღეს დილით მომხდარს იხსენებს.

როგორც ირკვევა ის დღეს დილით, საკუთარ საძინებელ ოთახში დედამ გარდაცვლილი ნახა.

ლექსო ლაშქარავას დედა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ არ უნდოდა შვილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება.

„არ ვატანდით ცხედარს, ზედ გადავეფარე, მაინც წაიყვანეს… კანონით უნდა გადავიყვანოთ ექსპერტიზაზეო…

სახლში მარტოები ვიყავით, დილით გამთენიისას შევხედე, დავაფარებთქო, გადმოვატრიალე და გარდაცვლილი ვნახე“,- ამბობს დედა.

ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.