LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, ფაქტობრივად, საგარეო კურსის ცვლილებაზე გააკეთეს განაცხადი

ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რუბიკონი გადალახა და დაუპირისპირდა კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. ფაქტობრივად, მათ განაცხადი გააკეთეს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

“თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, მასთან ერთად საარჩევნო კამპანიის წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათთვისაც კი. როგორც მოიქცევიან მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს ეს ხელისუფლება წააგებს, რადგან დაუპირისპირდა ყველას, როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ამიტომ, ელემენტარული ადამიანური და პროფესიული სინდისი რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, უკვე უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამენ”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი, მე სამწუხაროდ, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასამართლოს მიმართ: ღარიბაშვილი