LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში: კახა კალაძე ოპონენტებს

„მინდა, მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში”,-ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.

„მინდა, მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად კვლავ დაასახელეს.