LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, არ შეიძლება ყველაფერი ერთ ძალას ეკუთვნოდეს, გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ძალა მრავალფეროვნებაშია: ელენე ხოშტარია

ოპოზიციონერი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ოპოზიციამ გამოიტანა გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, არ შეიძლება ყველაფერი ერთ ძალას ეკუთვნოდეს, ასევე გამოიტანეს გაკვეთილი, რომ ძალა მრავალფეროვნებაშია“.

მისივე თქმით, „ოპოზიციამ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადადოს და უნდა შეძლონ ერთიანად ბრძოლა“.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდით, მერი და საკრებულო იქნება სხვადასხვა პარტიის, ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს, სადაც გვეყოლება ერთიანი კანდიდატები, მრავალპარტიული კანდიდატები. მიუხედავად ჩემი პარტიული ინტერესისა, მე დიდი სიხარულით შევუწყობ ხელს, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვონ ხალხის ნდობა და ეს მრავალფეროვნება იყოს ასახული საკრებულოში.

ჩვენ, ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს, ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ მრავალფეროვნებაშია ძალა, ასევე გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს და უნდა შევძლოთ ერთიანად ბრძოლა, დღეს არის ცვლილებების დრო, დღეს არის გამარჯვების დრო“ , – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შეარჩია.

„ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს