27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსი იქნება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში 24 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 25 და 26 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
