გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია. ეს ყველა ადამიანის, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირის მორალური პასუხისმგებლობაა თავისი მოქალაქეების და მხარდამჭერების წინაშე – მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება მიიღოს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშილი.
ამასთან, გახარიამ უპასუხა კითხვას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს არის გარემო, სადაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირები და „ნაციონალური მოძრაობა“ „შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს“
რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას, გახარია ამბობს, რომ კომისიის მუშაობამდე პარლამენტმა პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოუსმინოს.
