LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლამდე პირების „ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო: თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-აღნიშნავს გაბუნია.

ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ მოქალაქე რაიმე მიზეზის გამო, ვერ დარეგისტრირდება ვაქცინაციისთვის, 37 დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები.