ჯგუფი, რომელმაც თბილისში პლაკატები გააკრეს, მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, აღნიშნული პირები კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.
“პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.
სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.
თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.
