LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ”

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, პარტიას მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

როგორც გახარია აღნიშნავს, არ აპირებს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსს.

„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად – თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.