„ამ ეტაპისთვის, ოჯახის ექიმები დაახლოებით 20 ათას მოქალაქეს მართავენ ბინაზე”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფოს გამოძახებები 30%-ით არის გაზრდილი, თუმცა მინისტრის განმარტებით, სისტემა პაციენტზე ზრუნვისთვის გამართულია.
“ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ, რომ არიან უყურადღებოდ, მობილიზებული არის სრული რესურსი, რომელიც შარშან მეორე ტალღის პერიოდში მართავდა პაციენტებს ბინაზე. აქედან გამომდინარე, მათი კომპეტენცია შესაფერისი არის.
30%-ით არის გაზრდილი სასწრაფოს გამოძახებები, რაც რა თქმა უნდა პროცესს დროში აფერხებს, თუმცა სასწრაფო რეაგირებს პირველ რიგში პრიორიტეტულ და მწვავე ზარებზე. რაც შეეხება კლინიკურ სასტუმროებს, დღეს დღეობით ტურიზმი არის სრულად გახსნილი, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორისთვის საჭირო სასტუმროების რესურსის დროული მობილიზაცია ვერ მოხდა, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეული რესურსი მობილიზებულია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკრაძემ.
