LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” ვაქცინის დოზები ერთი კვირის განმავლობაში დაემატება: ამირან გამყრელიძე

„ფაიზერის“ დოზები მუდმივად, ყოველდღიურად ემატება. მზადდება ადგილების მნიშვნელოვანი მატება ერთი კვირის განმავლობაში“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ვაქცინების დოზების დამატებისთვის მზადება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პორტალზე booking.moh.gov.ge „ფაიზერის“ ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო.