LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „კახა კუჭავა შეხვედრაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა“.

„გულთბილი შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.