“აივანზე რომ გამოხვალ და ციდან მოფრენილი თვითმფრინავი დაგხვდება, საყვარელი კალიგრაფიით და საქართველოზე შეყვარებული ტექსტით”, – წერს თონო გიორგობიანი ჯგუფში “ვარკეთილი – მთავარი ჯგუფი” და ამ ფოტოს აზიარებს.
,,ვინც იპოვის ამ თვითმფრინავს, იცოდე რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ და უნდა იამაყო რომ საქართველოში ცხოვრობ! ❤❤❤❤??❤✈”
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავის “პილოტი” 9 წლის ელენე აღმოჩნდა.
ფრენა განხორციელდა მე-9 სართულის აივნიდან და დაფრინდა 1-ლი სართულის აივანზე ?
“პატარა მეგობარო, მადლობა ამ გზავნილისთვის და მინდა გითხრა რომ მე ვიპოვე შენი თვითმფრინავი და გეტყვი იმასაც რომ ძალიან ვამაყობ და მიყვარს ჩვენი, შენი და ჩემი საქართველო ❤ ??????❤”, – წერს გზავნილის ავტორს თონო გიორგობიანი.
