დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის შესაკავებლად, აუცილებელია, დღეში 25 000 ადამიანი აიცრას.
“ყველა საფუძველია იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაცია იყოს. ივლისთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო აცრის დღიური მაჩვენებელი,”
აგვისტოში გვაქვს 18 ათასამდე დღიური აცრა, საშუალოდ. ამით მაინც არ ვართ კმაყოფილი, სასურველია, როგორმე ავიდეთ 25 ათასზე – განაცხადა გამყრელიძემ
საქართველოში იზრდება ამცრელი ზონების რიცხვი. იმ სოფლებში და ამბულატორიებში, სადაც დღემდე შეუძლებელი იყო Pfizer-ის აცრების გაკეთება, უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიკეთოს სასურველი ვაქცინა.
