ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიის ლომის ზოდიაქოს ნიშანში შერწყმა ადამიანებში მეტ აგრესიას, ეგოიზმს გამოიწვევს და სიზარმაცის, სიჯიუტის, დიქტატურისა და დეპრესიისკენ მიდრეკილების მიზეზი გახდება. გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა.
თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, უმჯობესია მხოლოდ დასახოთ სამომავლო გეგმები. მოერიდეთ წვრილმანებზე ნერვულობას, პრეტენზიის გამოთქმას და სხვათა კრიტიკას. არ ღირს გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველ მეგობრებთან ურთიერთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, მნიშველოვანი დოკუმენტების და ხელშეკრულებების გაფორმება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტად გადაღლას და სიმძიმის აწევას. დროებით თავი შეიკავეთ რძის პროდუქტების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ბეჟი, ღვინისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, გიშერი, სერდოლიკი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.
