LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:23-დან 23:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახლის შესწავლისა და ცოდნის გასაღრმავებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და საბუთების მოსაწესრიგებლად, საბანკო და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისათვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი ადამიანების გაცნობა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, ოპალი, ქრიზოპრაზი, აქატი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.