LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიძარით და დაარწმუნეთ ხალხი რომ აიცრან… ჩვენს შვილებს და პატარებს აქვთ დიდი საშიშროება!!!“ – მაკა ჩიჩუა პოლიტიკოსებს მიმართავს

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ მთავარ მიზნად, ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება დაისახონ.

„არჩევნების წინ ხომ აქტიურდება ყველა ვისაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდა … ხომ დადიან რაიონ-რეგიონ სოფელ-სოფელ და აგიტაციას ეწევიან, ძალიან კარგები ვართ და ვიზრუნებთ თქვენზეო … ხოდა ახლაც დაიძარით და დაარწმუნეთ ხალხი რომ აიცრან … რომ მოვიშოროთ ეს უბედურება და დავამარცხოთ ეს მკვლელი ვირუსი… რომ მართლა იხოცება ხალხი განურჩევლად ასაკისა და სარწმუნოებისა!

რომ უამრავმა ადამიანმა დაკარგა მშვიდი ძილი … რომ ექიმები ვეღარც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვეღარ უძლებენ ამდენ პაციენტს .. რომ ჩვენს შვილებს და პატარებს აქვთ დიდი საშიშროება !!!“-წერს მაკა ჩიჩუა.